ცვლილებები ჯანადაცვის შესახებ კანონში

იმისთვის, რომ ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა უახლოეს პერიოდში შემოვიდეს, პარლამენტი ჯანმრთელობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავს. რეგულაციას მიმდინარე კვირაში, რიგგარეშე სესიაზე დაამტკიცებენ.

კოვაქსპლატფორმაზე დოკუმენტის გასანთავსებლად ვადა 29 იანვრამდეა. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ქვეყანაში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციის მქონე მაღალი ხარისხის ვაქცინა, სავარაუდოდ, თებერვლის ბოლომდე შემოვა.

დატოვე კომენტარი