ცვლილებები „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონში

12:05, 28.10.2026

„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შედის. კანონპროექტი დღეს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილეს. დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიას ენიჭება უფლებამოსილება, გარდამავალ პერიოდში ბუნებრივი გაზის საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ტარიფები, დიფერენცირებულად, მოხმარებული მოცულობების მიხედვით დაადგინოს. დღეს არსებული წესით, თითოეული მომხმარებელი საყოფაცხოვრებო გაზის საფასურს ერთი ტარიფით იხდის, არ აქვს მნიშვნელობა, მომხმარებელმა რა მოცულობის გაზი გამოიყენა. სემეკი ახალ სატარიფო მოდელს, სავარაუდოდ, დეკემბერში დაადგენს.

 

მსგავსი