COVID-19 - ვითარება სამეგრელოში

პაციენტთა გამოჯანმრთელებას ელოდებიან რუხის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში. ამჟამად კლინიკაში 11 ინფიცირებულია. რაც შეეხება ე.წ. სატვირთოს მძღოლის კლასტერს, ექვსი მოზარდის მდგომარეობა სტაბილურია. ორს დღეს ტესტირება ჩაუტარდება. ასევე, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს საავადმყოფოს მედპერსონალის კვლევა. სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით ყველა პასუხი ვირუსზე უარყოფითია.

დატოვე კომენტარი