COVID-19 - ვითარება სამეგრელოში

რუხის კლინიკაში მოთავსებული კოვიდინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მედიკოსების განცხადებით, ვირუსი მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს. მკურნალობას აგრძელებს ოთხი კოვიდინფიცირებული.

16 პაციენტს ცხელება აღენიშნება, აქედან ხუთი პაციენტის ლაბორატორიული ნიმუში უარყოფითია, დანარჩენების პასუხები დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.