COVID 19 - ვითარება საჩხერის კლინიკაში

საჩხერის სამედიცინო ცენტრში მყოფ პაციენტს, რომელსაც კორონავირუსი ორჯერადი უარყოფითი ტესტირების შემდეგ, საკარანტინო სივრცეში დაუდასტურდა, არანაირი სიმპტომატიკა არ აღენიშნება. ამის შესახებ საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორმა განაცხადა. მიხეილ ქამუშაძის თქმით, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და თავს კარგად გრძნობს, მას ტესტი სამ-ოთხ დღეში ისევ ჩაუტარდება.

შეგახსენებთ, რომ მამაკაცი საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსზე უკვე მკურნალობდა და მას შემდეგ, რაც ზედიზედ ორჯერ „პისიარ ტესტირების“ შედეგები უარყოფითი იყო, ის გაწერეს და საკარანტინო სივრცეში, მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ გადაიყვანეს. სწორედ კარანტინის პერიოდში, გეგმური ტესტირების შედეგად, მას „კოვიდ-19“ ისევ დაუდასტურდა, რის შემდეგაც კვლავ კლინიკაში გადაიყვანეს. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, რომ მსგავსი შემთხვევები მსოფლიოში არაერთია და ასეთი ფაქტები საქართველოშიც რამდენჯერმე უკვე დაფიქსირდა.