COVID-19 - ვითარება რეგიონებში

საქართველოს პირველი არხის ექსკლუზიური ინფორმაციით, „კოვიდ-19“-ის ანტისხეულებზე დამყარებული ტესტირების შედეგად, დადებითი პასუხი მიიღეს იმ ქალთან დაკავშირებით, რომელიც მოწყალებას ბაგრატის საკათედრო ტაძრის ეზოში ითხოვდა.

საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, აღნიშნული პირი წყალტუბოს სათნოების სახლის საკვებით სარგებლობდა, რომლის ბენეფიციარიც თავის მხრივ იყო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი – 62 წლის მამაკაცი, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებულია.

კვლევის სავარაუდო დადებით შედეგს ადასტურებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსი. რაც შეეხება ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს, დღეს კლინიკას კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს. შესაძლოა, კლინიკაში დღის განმავლობაში ერთი პაციენტი შეიყვანონ, რომელსაც ვირუსი სეროლოგიურად აქვს დადასტურებული.