COVID-19 - ვითარება რეგიონებში

მას შემდეგ, რაც წყალტუბოს სათნოების სახლის ბენეფიციარს ანტისხეულებზე დაფუძნებული ტესტის თანახმად, კორონავირუსი დაუდასტურდა, სათნოების სახლში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. სათნოების სახლის დირექტორის ინფორმაციით, პაციენტი სათნოების სახლის სერვისით სარგებლობდა, თუმცა, მისი დაინფიცირების შესახებ ინფორმაცია არ მიუღია. დირექტორი ადასტურებს, რომ სათნოების სახლში ეპიდემიოლოგები ორი დღის წინ უკვე მუშაობდნენ.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე აცხადებს, რომ წყალტუბოს სათნოების სახლის ინფიცირებული ბენეფიციარის კონტაქტები საკმაოდ მასშტაბურია და მათი კვლევა  მიმდინარეობს. ზვიად შალამბერიძის განცხადებით, ვითარება სრულად კონტროლდება და ამ ეტაპზე ზომების გამკაცრების საჭიროება არ დგას.