COVID-19 - ვითარება ოკუპირებულ ტერიტორიებზე

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი დაინფიცირდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ის სამხედრო სასწავლებლის კურსანტია და სამკურნალოდ ოკუპირებული გუდაუთის საავადმყოფოში გადაიყვანენ. საერთო ჯამში რეგიონში 37 კოვიდინფიცირებულია გამოვლენილი, მათგან 27 უკვე განიკურნა, ერთი კი გარდაიცვალა.

რაც შეეხება ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს, აქ ინფიცირების ოთხი ახალი შემთხვევა დადასტურდა. მათ შორის ორი კურსანტი, ერთი სამხედრო და ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლია. სულ კი რეგიონში გამოვლენილია 72 შემთხვევა. მათი ნახევარი უკვე განიკურნა, დაკვირვების ქვეშ რჩება 269 ადამიანი.

 

დატოვე კომენტარი