COVID-19 - ვითარება მარნეულის საკარანტინო ზონაში

კოვიდ-19“ დღეს მარნეულის სასწრაფო დახმარების სამსახურის მენეჯერს დაუდასტურდა. სავარაუდოდ, მას დაავადება თეთრიწყაროს კლასტერის ერთ-ერთი წარმომადგენლისგან გადაედო, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადაში მუშაობდა.

რისკი მაღალია, რადგან ინფიცირებულ მენეჯერს სასწრაფო დახმარების სამსახურის ექიმებთან ჰქონდა კონტაქტი, რომლებიც თავის მხრივ, მთელ მუნიციპალიტეტს ემსახურებიან. ტესტი ჩაუტარდა სამსახურში შემავალი ხუთივე ბრიგადის ყველა თანამშრომელს. პასუხები, სავარაუდოდ, ხვალ იქნება ცნობილი. მანამდე კი სასწრაფო დახმარების სამსახური მარნეულში პრაქტიკულად პარალიზებულია.

ლიკა ალელიშვილი ჩაგვერთვება ჩაკეტილი მარნეულიდან – იგეგმება თუ არა რაიონში სასწრაფო დახმარების ახალი ბრიგადების გამოგზავნა თბილისიდან ან სხვა ქალაქებიდან?