COVID-19 – ვითარება მარნეულის მკაცრი კარანტინის ზონაში
მარნეულში სტაბილური ეპიდსიტუაციაა. მუნიციპალიტეტში ბოლო ორ დღეში გამოკვლეული 1000-მდე პირიდან კორონავირუსი არცერთს არ დაუდასტურდა. დღეს მარნეულში მდებარე „ჯეოჰოსპიტალსისთვის“ საეჭვო სიმპტომებით არავის მიუმართავს.