COVID-19 - ვითარება მარნეულის მკაცრ საკარანტინო ზონაში

ხალხმრავლობა ჩაკეტილ მარნეულში დღესაც დაფიქსირდა. მუნიციპალიტეტის სოფლებში ადგილობრივი პროდუქციის შესაგროვებლად და რაიონს გარეთ სარეალიზაციოდ გასატანად დამატებითი სადისტრიბუციო მანქანები გაგზავნეს. განსაკუთრებული სიმრავლე შეინიშნებოდა სოფელ აღმამედლოში – ეს ის სოფელია, სადაც საკარანტინო პერიოდში განსაკუთრებით დიდი ოდენობის გასაყიდი პროდუქცია დაგროვდა.

შეკრების დროს დაირღვა სოციალური დისტანცირება და ყველა შეზღუდვა, რამაც ისედაც მაღალი რისკის ზონაში ეპიდემიოლოგიური საფრთხეები, შესაძლოა, კიდევ უფრო გაზარდოს. ამიტომ ხვალიდან, სარეალიზაციოდ გამზადებული პროდუქტების ჩაბარების დროს, უსაფრთხოების გამკაცრებული ზომები ამოქმედდება. იქნება სიები, ადგილობრივთა ნაკადები კი მკაცრად გაკონტროლდება.

ლიკა ალელიშვილი გვიერთდება მარნეულის რაიონიდან.