COVID-19 – ვითარება კახეთში

15:19, 03.05.2020

კახეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ყვარლის საავადმყოფოს დაინფიცირებული ექიმის ოჯახის წევრებს და მასთან კონტაქტში მყოფ 62 ადამიანს უკვე ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევა და პასუხები უარყოფითია. ვირუსი არ დაუდასტურდა ასევე ლაგოდეხის „ცხელების ცენტრში“ მოთავსებულ მამაკაცს. კახეთის გუბერნატორი აცხადებს, რომ რეგიონში ამ ეტაპზე ზომების გამკაცრება არ იგეგმება.

მსგავსი