COVID 19 – ვითარება ბოლნისში

18:20, 21.05.2020

ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 98 პირის სინჯებზე ტესტირების ყველა პასუხი უარყოფითია. ნიმუშები ეპიდემიოლოგებმა ქალაქ ბოლნისში და სოფელ რაჭისუბანში აიღეს, სადაც 16 აპრილის შემდეგ მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს.

დასახლებებში დასკვნითი სამედიცინო შემოწმება ტარდება, მათ შორის თერმოსკრინინგი. ბოლნისში უკვე 60 დღეა, რაც მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები მოქმედებს. ჩაკეტილი მუნიციპალიტეტიდან ბოლო სიახლეებს გიორგი კობერიძე მოგვაწვდის.

მსგავსი