COVID 19 - ვითარება ბოლნისში

ბოლნისის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში საკარანტინო შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა. თუმცა, ძალაში რჩება საგანგებო მდგომარეობით დადგენილი სხვა შეზღუდვები. ბოლნისში ბოლო 24 საათში კორონავირუსი ერთ პირს დაუდგინდა. ის სოფელ მუშევანის კლასტერს უკავშირდება.

ამ დროისთვის ბოლნისში სულ 151 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 66 გამოჯანმრთელდა, სამი კი გარდაიცვალა. ბოლნისში დღეს ლაბორატორიის პასუხს 145 პირის სინჯზე ელოდებიან.

გიორგი კობერიძე გვეტყვის დეტალებს.

 

დატოვე კომენტარი