COVID-19 - ვითარება ბოლნისის საკარანტინო ზონაში

ბოლნისში ინციდენტი ამოწურულია, მოლაპარაკებები კონკრეტული შედეგით დასრულდა. სოფელ მუშევანში დაინფიცირებული ათივე პირი უკვე კლინიკაში გადაჰყავთ. ინფიცირების ათი შემთხვევა აქ გუშინ გამოვლინდა, თუმცა, ინფიცირებული პირების ახლობლები საავადმყოფოში მათი ნათესავების გადაყვანაზე უარს აცხადებდნენ, რადგან მათ სიმპტომები არ აღენიშნებოდათ.

როგორ მოხერხდა შეთანხმების მიღწევა და მიმდინარეობს თუ არა ინფიცირებულთა კონტაქტების მოძიების პროცესი, გიორგი კობერიძე გვიერთდება პირდაპირ ეთერში.