COVID-19 – ვითარება ბოლნისის მკაცრი კარანტინის ზონაში

15:13, 11.05.2020

ბოლნისში COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების კონტაქტების ლაბორატორიული კვლევა გრძელდება. ეპიდემიოლოგებს დღეს დაგეგმილი აქვთ სოფელ გეტაში კვლევის გაგრძელება, სადაც ამ დროისთვის ოთხი შემთხვევაა დადასტურებული. ბოლნისში კორონავირუსის 121 შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 26 გამოჯანმრთელდა სამი კი გარდაიცვალა.

მსგავსი