COVID-19 - ვითარება აჭარაში

უკვე მეათე დღეა, აჭარაში ახალი შემთხვევები არ დაფიქსირებულა – რეგიონში 246 პირი გამოიკვლიეს. კორონავირუსზე ყველა უარყოფითია. კლინიკა „მედალფაში“ 15 ინფიცირებული რჩება. მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია, 81 წლის პაციენტი მართვით სუნთქვაზეა. უახლოეს დღეებში აჭარაში კიდევ რამდენიმე პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან.