COVID 19 - სამოქმედო გეგმა და პრევენციული ღონისძიებები 

ბოლო ერთ დღეში საქართველოში კორონავირუსის მხოლოდ ერთი ახალი შემთხვევაა გამოვლენილი. ახალი პაციენტის ისტორია ორი დღის წინ დაფიქსირებული სამი ფაქტიდან ერთ-ერთს უკავშირდება. ლუგარის ლაბორატორიაში ახლა საეჭვო სიმპტომების მქონე 11 მოქალაქის ანალიზია გადაგზავნილი.

პირველი ინფიცირებულის გამოვლენიდან 20 დღის შემდეგ, ქვეყანა დაავადებასთან ბრძოლის ახალ ეტაპზე გადადის: შეკავების შემდეგ ეს არის უკვე გავრცელების ეტაპი, რაც ნიშნავს, რომ მოსალოდნელია შიდა გადადების შემთხვევების ზრდა. უკვე დაწყებულია იმ საავადმყოფოების აღრიცხვა, სადაც დაავადებულთა რაოდენობის მკვეთრი მატების შემთხვევაში, „კოვიდ 19“-ის მქონე პაციენტები გადანაწილდებიან.

მარიამ სეთურიძე გვეტყვის, რამდენად მზად არის ჰოსპიტალური სექტორი მოსალოდნელი გამოწვევის დასაძლევად.