COVID 19 - პანდემიის შედეგები მსოფლიოში 

აშშ, რუსეთი, ბრაზილია, ინდოეთი – ეს არის ოთხი ქვეყანა, სადაც ახლა ყველაზე რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა. ბოლო 24 საათში ოთხივე ქვეყანაში ინფიცირებულთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. სიტუაციის დასტაბილურება ვერ ხერხდება მეზობელ სომხეთშიც.

პანდემიის გამო, ევროპის ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყნები ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდებიან. ეტაპობრივად იხსნება ჩაკეტილი საზღვრებიც. „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რიცხვმა მსოფლიოში 5 მილიონს გადააჭარბა. გამოჯანმრთელდა 2 მილიონამდე მოქალაქე, დაიღუპა 330 ათასამდე ადამიანი.