COVID 19 – პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა 

15:15, 20.05.2020

ინფექციურ საავადმყოფოს ახალი კოვიდინფიცირებული პაციენტები არ ჰყავს. კლინიკა გუშინ სამმა გამოჯანმრთელებულმა დატოვა. ამ ეტაპზე ინფექციურ საავადმყოფოში 26 დადასტურებული პაციენტი მკურნალობს. მათ შორის ორის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. კრიტიკული პაციენტი კი რამდენიმე დღეა, შედარებით დასტაბილურდა.

ერთი მცირეწლოვანი პაციენტი დაემატა ბოჭორიშვილის კლინიკას. ის კოვიდდადასტურებული პაციენტების ოჯახის წევრია და ბოლნისის კლასტერს უკავშირდება. კლინიკას დღეს ორი გამოჯანმრთელებული პაციენტიც დატოვებს. სამედიცინო დაწესებულებაში ამჟამად 43 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. ორი პაციენტი რჩება რეანიმაციაში, თუმცა დღეს განიხილება ერთ-ერთის პალატაში გადაყვანის საკითხი. საყურადღებოა ოთხი პაციენტი.

 

მსგავსი