COVID-19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევები საქართველოში

საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 13 პაციენტი. ამ დროისთვის ქვეყანაში სულ 808 დადასტურებული შემთხვევაა, განკურნებულია 663 ადამიანი. საგანგებო ვითარების მოხსნიდან ორი კვირის შემდეგ, სულ 80 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, კლინიკებში რჩება 132 კოვიდინფიცირებული პაციენტი. პირველადი ტესტირება ამ დრომდე 65 ათას 416 ადამიანს ჩაუტარდა.

რომელ ჯგუფს უკავშირდება სამი ახალი შემთხვევა, თათია ტაბეშაძე გაგვაცნობს დეტალურ ინფორმაციას – თუ დაასახელა ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა ახალი პაციენტების ინფიცირების წყარო.