COVID 19-ით გარდაცვლილთა რეკორდული რაოდენობა

21:20, 26.08.2021

კორონავირუსთან ბრძოლაში კიდევ 79 ადამიანი დამარცხდა – ეს პანდემიის დაწყების დღიდან, საქართველოში სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების რაოდენობის გამო, ეპიდემიოლოგები გარდაცვლილთა რიცხვის შემცირებას ამ ეტაპზე არ ელოდებიან.

დელტა-შტამი“ განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩევა ფეხმძიმეებშიბოლო 24 საათში გარდაცვლილთა შორის ერთი 24 წლის გოგოა, რომელიც ბავშვის გაჩენის შემდეგ გარდაიცვალა. როგორც ჩანს, რეგულაციების აღსრულების კუთხით სერიოზული პრობლემებია, რადგან დაკვირვება აჩვენებს, რომ ინფიცირების უმეტესი შემთხვევები ხალხმრავალ შეკრებებსა და სუფრებს უკავშირდება. დამაიმედებელია ის გარემოება, რომ გუშინდელთან შედარებით, ინფიცირებულთა დღევანდელი მაჩვენებელი თითქმის 1 000-ით შემცირდა. სხვადასხვა საპროგნოზო გათვლით, ეპიდემიოლოგები მეოთხე ტალღის პიკის დაღმასვლას პროგნოზირებენ.

მსგავსი