COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში 

რუსეთში სურათი კიდევ უფრო დამძიმდა – ბოლო 24 საათში ქვეყანას 8 000-მდე ახალი ინფიცირებული ჰყავს. ფედერაცია დაავადების გავრცელების ეპიცენტრია. სიტუაცია შედარებით სტაბილურდება აშშ-ში, რომელიც დაავადებულთა და დაღუპულთა რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

დაავადების გავრცელება დაღმასვლისკენ მიდის ევროპის მასშტაბით ყველაზე მეტად დაზარალებულ იტალიაში, ესპანეთსა და საფრანგეთშიც. ეპიდემიის პიკის გადალახვის შემდეგ, ქვეყნების ნაწილი შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნას იწყებს. მკაცრი საკარანტინო რეჟიმი ჯერ ისევ ძალაში რჩება დიდ ბრიტანეთში, სადაც ბოლო რამდენიმედღიანი კლების შემდეგ, დაღუპულთა სტატისტიკა ისევ გაიზარდა.