„კოვიდ 19“-ის ახალი შტამი – „ციკადა“ მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში დაფიქსირდა. ტემპერატურა, ყელის ტკივილი, ხველა, სურდო – ამ სიმპტომებით ვირუსი უფრო სწრაფად ვრცელდება ბავშვებსა და მოზარდებში. საქართველოში ახალი შტამის შემთხვევა არ დაფიქსირებულა, თუმცა, სპეციალისტების ვარაუდით, მაღალია გავრცელების რისკი. „ციკადას“ მძიმე მიმდინარეობა არ ახასიათებს, თუმცა, განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ მათ, ვინც რისკჯგუფს წარმოადგენს.
როგორია ეპიდემიური ვითარება საქართველოში და როდის ელოდებიან სპეციალისტები სეზონური ვირუსების შემცირებას, მარიამ აფციაური გიამბობთ.