COVID-19-ის ახალი შემთხვევა თეთრიწყაროში

რვადღიანი პაუზის შემდეგ, თეთრიწყაროში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჩაკეტილ წითელ ზონაში ეს 55-ე ინფიცირებულია. პაციენტი თეთრიწყაროს რაიონული ცენტრიდან არის. ტესტის აღებამდე ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. საუბარია დაავადებულის კონტაქტის კონტაქტზე. ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ექიმებმა საშუალო სიმძიმით განსაზღვრეს.

რუსუდან ლოლაძე იმყოფება თეთრიწყაროს შესასვლელთან – ხომ არ იგეგმება მუნიციპალიტეტში ზომების კიდევ უფრო გამკაცრება?