ამ დროისთვის მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში 100-მდე ვაქცინას ცდიან

მსოფლიოს სამედიცინო ლაბორატორიები ახალი ტიპის კორონავირუსის დასამარცხებლად კვლევას დააჩქარებენ – გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მსოფლიო ლიდერებთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო.

ამ დროისთვის მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში 100-მდე ვაქცინას ცდიან. მათ შორის ექვსი უკვე კლინიკურ ფაზაშია. „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო, აშშ-დან ჩინეთის მიმართულებით ახალი ბრალდებები ისმის. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა დღეს განაცხადა, რომ სიცოცხლის დანაკარგებისთვის პეკინი საფასურს გადაიხდის. 

ამერიკა კვლავ დაავადების გავრცელების მთავარი ეპიცენტრია, თეთრი სახლის ლიდერი კი, „კოვიდ-19“-ის დამარცხების მისეული ხედვის გამო, დღეს კიდევ ერთხელ მოექცა განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში. აშშ-სგან განსხვავებით, სიტუაცია შედარებით დამაიმედებელია დიდ ბრიტანეთში, სადაც ბოლო პერიოდში ყველაზე მძიმე ვითარება იყო. ქვეყანაში ინფიცირებულთა და დაღუპულთა რაოდენობის კლება შეინიშნება.