COVID-19 - ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა – საქართველოში, გასული 24 საათის განმავლობაში, ინფიცირების 14 ფაქტი დადასტურდა. ახალი შემთხვევიდან, ხუთის ინფიცირების წყარო დადგენილი არ არის, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა განაცხადა. მათ შემთხვევაში, ჩაღრმავებული ეპიდკვლევა მიმდინარეობს.

როგორც უკვე ცნობილია, ორი ინფიცირებული სამედიცინო პერსონალია, ხუთი პირი კარანტინის სივრციდან არის, ანუ შემთხვევა იმპორტირებულია. ამასთან, გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა. სამედიცინო დაწესებულებას ხუთი განკურნებული დატოვებს.

თათია ტაბეშაძე ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში და ბოლო ინფორმაციას მოგვაწვდის.