COVID-19 - ეპიდემიოლოგიური ვითარება საგარეჯოში

 საგარეჯოს მცხოვრებს კორონავირუსი დაუდასტურდა. მამაკაცი კონსულტაციის მიზნით, თბილისში ექიმთან იმყოფებოდა. საეჭვო სიმპტომების გამო, მას „პისიარ ტესტი“ ჩაუტარდა. შედეგი დადებითი აღმოჩნდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელიც ადასტურებს.

მისი განმარტებით, დაინფიცირების წყარო ამ დრომდე დაუდგენელია, თუმცა, მოძიებულია 18 კონტაქტი და ყველა უკვე საკარანტინო ზონაში იმყოფება. დაინფიცირებული მამაკაცი თბილისში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობს.

დატოვე კომენტარი