ციფრული კამპანია გალფის ქვეყნებში
დაცული ტერიტორიების სააგენტომ გალფის ქვეყნებში ციფრული კამპანია დაიწყო. ძირითადი საკომუნიკაციო არხებია FACEBOOK და INSTAGRAM და მისი მიზანი საქართველოს ეკოტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციაა. სამი თვის განმავლობაში გალფის ქვეყნებში, ციფრულ არხებში, აქტიურად იქნება წარმოდგენილი საინფორმაციო და საიმიჯო ხასიათის ვიდეორგოლები, რომლებიც საქართველოს მრავალფეროვანი ბუნების შესახებ ინფორმაციას გაავრცელებს მთავარი გზავნილით – „სულ რაღაც სამი საათის განმავლობაში უდაბნოდან“.