ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა

ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 723-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათში, ვირუსით 86 ადამიანი დაიღუპა და დაინფიცირების სამი ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საერთო ჯამში, ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით 34 546 ადამიანია დაინფიცირებული.

ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის კომისიაში ამბობენ, რომ სამედიცინო დაკვირვების ქვეშ 190 ათასამდე ადამიანი იმყოფება. იზრდება ვირუსისგან განკურნებულთა რაოდენობაც. ჩინეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საავადმყოფოებიდან 2 050 ადამიანი გაეწერა. ჩინეთის გარდა, ვირუსი მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში გავრცელდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსთან დაკავშირებით საერთაშორისო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.