ჩინეთიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები 

ჩინეთიდან ჩამოყვანილი საქართველოს 34 მოქალაქე საჩხერის სამედიცინო ცენტრთან არსებულ სასტუმროში მოათავსეს. ტერიტორიას სამართალდამცველები აკონტროლებენ, გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. სასტუმროში მოთავსებულებს ორი კვირის განმავლობაში დააკვირდებიან. მათ უკვე დაურიგდათ ინსტრუქცია, სამედიცინო პერსონალიც შესაბამისად არის აღჭურვილი. სახელმწიფოს დახმარებით, ჩინეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები გუშინ ჩამოიყვანეს.

დატოვე კომენტარი