ჩინელი ტუროპერატორები და ინფლუენსერები საქართველოში

12:25, 22.07.2026

ჩინელი ტუროპერატორები და ე.წ. ინფლუენსერები საქართველოს სტუმრობენ. შანხაისა და თბილისს შორის პირდაპირი ფრენების დანიშვნის შემდეგ ვიზიტორები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ. საქართველოში ვიზიტის შემდეგ ტუროპერატორები შეიმუშავებენ ახალ მარშრუტებს და ჩინელ მოგზაურებს საქართველოს მიმართულებით ჯგუფურ ტურისტულ პაკეტებს შესთავაზებენ. China Eastern Airlines-მა შანხაი-თბილისი-შანხაის მიმართულებით პირდაპირი რეისები უკვე დაიწყო. ფრენები კვირაში სამჯერ – ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას სრულდება.

მსგავსი