ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატი გრძელდება.
ბერძნულ-კლასიკურ ჭიდაობაში ოთხი გამარჯვებული გამოვლინდა.
60 კილოგრამში ოქროს მედალს რამაზ სურმანიძე დაეუფლა, 72 კგ-ში – რამაზ ზოიძე, 97 კილოგრამში – გიორგი მელია, ხოლო 130 კგ-ში – იაკობ ქაჯაია.
თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ფინალური შეხვედრები სამ წონაში გამართეს. 61 კილოგრამში, ბექა ლომთაძემ იმარჯვა, 70 კილოგრამში – მირზა სხულუხიამ.
მძიმე წონაში გენო პეტრიაშვილმა პირველობა არ დათმო. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა, ფინალში როლანდ ანდრიაძე წუთსა და 30 წამში დაამარცხა.
დღეს დასკვნითი დღეა. თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მედლების დარჩენილი სამი კომპლექტი გათამაშდება.
გადამწყვეტი ორთაბრძოლების პირდაპირ რეპორტაჟებს 15:15 წუთიდან პირველი არხი შემოგთავაზებთ.