ჩანაცვლებითი მკურნალობის სახელმწიფო პროგრამა
ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის სახელმწიფო პროგრამაში ჩასართავად ბენეფიციართა რეგისტრაცია მიმდინარეობს. პროცედურას გადიან ის პაციენტები, ვინც მანამდე სერვისს კერძო სუბიექტებისგან იღებდა.
ჩანაცვლებითი მკურნალობის მიმწოდებელ სახელმწიფო დაწესებულებებში ჯანდაცვის მინისტრი იმყოფებოდა. მიხეილ სარჯველაძე ვითარებას ადგილზე გაეცნო და ცენტრების მზაობის შესახებ ინფორმაცია უშუალოდ სამედიცინო პერსონალისგან მიიღო. პროგრამაში ჩასართავად რეგისტრაცია 11 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. პროცედურის გავლა შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე ადგილზე. ბენეფიციარებს შეუძლიათ, მიმართონ ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრს ან მის ტერიტორიულ განყოფილებებს. ადგილზე რეგისტრაცია მიმდინარეობს ყოველდღე, კვირის გარდა, 15:00-დან 18:00 საათამდე.