ჩანაცვლებით მკურნალობაზე პაციენტების რეგისტრაცია იწყება

12:20, 04.08.2025
ჩანაცვლებით მკურნალობაზე პაციენტების რეგისტრაცია იწყება – კერძო სერვისებიდან სახელმწიფო პროგრამაში გადასვლა დღეიდანაა შესაძლებელი. ცვლილება იმ პაციენტებს ეხება, რომლებიც მანამდე სერვისს კერძო სუბიექტებისგან იღებდნენ. ბენეფიციარებს რეგისტრაციის გავლა, დღეიდან 11 აგვისტოს ჩათვლით შეუძლიათ ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში, ან მის ტერიტორიულ განყოფილებებში. პროცესი ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 15:00-დან 18:00 საათამდეა შესაძლებელი. რეგისტრაციის გავლა ხდება ონლაინაც.
ჯანდაცვის მინისტრი აფრთხილებს პაციენტებს, რომ განაცხადების დაგვიანებით წარმოდგენის შემთხვევაში, იძულებული გახდებიან, თავიდან ინდივიდუალურად მოახდინონ პაციენტის შეფასება და მკურნალობის კურსის დაგეგმვაც, ეს კი მდგომარეობას გაართულებს. ამიტომ ის მოუწოდებს თითოეულ ბენეფიციარს, დადგენილ ვადაში დარეგისტრირდნენ.
ჩანაცვლებითი მკურნალობის სახელმწიფო პროგრამაში გადმოსვლისთვის პაციენტი მიმდინარე წლის 1-ელ აგვისტომდე ჩართული უნდა იყოს ჩანაცვლებითი მკურნალობის შესაბამის პროგრამაში. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ პაციენტი SMS შეტყობინებას მიიღებს, სადაც მითითებული იქნება, როდის და სად უნდა გამოცხადდეს წამლის მისაღებად. დამატებითი ინფორმაციისთვის, მოქმედებს ცხელი ხაზი: 032 2 30 10 53.

მსგავსი