ჩაკეტილ მარნეულში დღეს დამატებითი სადისტრიბუციო მანქანები გაიგზავნა

პროდუქციის რეალიზაციასთან დაკავშირებული პროტესტის შემდეგ, ჩაკეტილი მარნეულის რაიონში დღეს დილიდან დამატებითი სადისტრიბუციო მანქანები გაიგზავნა. ფერმერებისგან სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ჩაბარება სოფელ აღმამედლოდან დაიწყო.

რაიონს რამდენიმე სადისტრიბუციო კომპანია ემსახურება, თუმცა, მონოპოლიასთან დაკავშირებული ბრალდებების გამო, ეს თემა პოლიტიკური განხილვის საგანი გახდა. მარნეული ერთადერთი რაიონი არაა, სადაც საგანგებო მდგომარეობისა და საკარანტინო რეჟიმის გამო, ადგილობრივები სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების რეალიზაციას ვეღარ ახერხებენ – პრობლემებია კახეთშიც.