ცესკო-ს განცხადება

საუბნო საარჩევნო კომისიების კონკურსებში მონაწილე სამ კონკურსანტს „კოვიდ-19“-ის ინფექცია დაუდასტურდა. ინფორმაცია საარჩევნო ადმინისტრაციამ გაავრცელა. საარჩევნო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მკაცრად ხდება დადგენილი სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა და ამიტომ ერთეული კონკურსანტების ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მიუხედავად, რაიმე სახის საშიშროება ამ ეტაპზე არ არსებობს.

საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებს ამ ეტაპზე სიმპტომები არ აქვთ და ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ საქმიანობას. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მათგანს აღენიშნება სიმპტომები, საარჩევნო ადმინისტრაცია მიიღებს შესაბამის ზომებს – ნათქვამია განცხადებაში.