ცელიაკიის მესამე საერთაშორისო კონგრესი
ბათუმში ცელიაკიის მესამე საერთაშორისო კონგრესი მიმდინარეობს. ეს არის გენეტიკური დაავადება, რომელიც სრულყოფილად შესწავლილი არ არის და არც მისი მედიკამენტოზური მკურნალობაა შესაძლებელი. შესაბამისად, პრობლემა მწვავეა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. კონგრესზე სხვადასხვა ქვეყნის სპეციალისტები დაავადების მართვის შესახებ გამოცდილებას გაუზიარებენ. ცნობისთვის, საქართველო, კერძოდ ბათუმი იმ მცირე ჩამონათვალს შორის არის, სადაც ცელიაკიის პედიატრიული სკრინინგის პროგრამა მოქმედებს.