ცეცხლს სიონის საპატრიარქო ტაძარში მიიტანენ, სადაც სააღდგომო ლიტურგიას მეუფე შიო აღავლენს

21:07, 11.04.2026

ცეცხლს თავდაპირველად სიონის საპატრიარქო ტაძარში მიიტანენ, სადაც სააღდგომო ლიტურგიას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო აღავლენს. ლიტურგია საღამოს 23:00 საათზე დაიწყება, 12:00 საათზე კი ლიტანიობა. მღვდელმსახურებისა და მორწმუნეების საზეიმო მსვლელობა ჯვრით, ხატებითა და ბაირაღებით, გალობისა და ზარების რეკვის თანხლებით შესრულდება.

ღვთისმსახურებისას გავრცელდება ტაძრებში წმინდა ცეცხლი, რომელსაც მორწმუნეები შემდეგ სახლში წაიღებენ. სიონს და ცარო კირვალიძეს ჩავრთავთ პირდაპირ ეთერში, სადაც სააღდგომო ლიტურგიისთვის მზადება უკვე დაწყებულია.

მსგავსი