ბუნებრივი აირის ნამწვით მოწამლულების ჯანმრთელობის მდგომარეობა

ბუნებრივი აირის ნამწვით მოწამლული მამა-შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ორივე მათგანი მართვითი სუნთქვის აპარატიდან უკვე მოხსნეს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პაციენტებს საავადმყოფოდან, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში გაწერენ.

მამა-შვილი გურჯაანის საავადმყოფოდან თბილისში გუშინ გადმოიყვანეს. დედაქალაქში ისინი რეანომობილით ჩამოიყვანეს. პაციენტები კლინიკაში უგონო მდგომარეობაში შეიყვანეს. შემთხვევა სოფელ გურჯაანის ერთ-ერთ თონეში მოხდა, სადაც მამა-შვილი მუშაობდა. 60 და 35 წლის მამაკაცები უგონო მდგომარეობაში თანამშრომელმა ნახა. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.