ბუნებრივი აირის და ელექტროენერგიის ტარიფები

ორშაბათს გახდება ცნობილი, გაიზრდება თუ არა ელექტროენერგიის ტარიფი. სამწლიანი ვადის გასვლის შემდეგ, სემეკ-მა ახალი ტარიფების განხილვა დაიწყო. ენერგოკომპანიები მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებაზე მედიასთან კომენტარის გაკეთებას ერიდებიან. ექსპერტები კი სავალუტო ბაზარზე მიმდინარე რყევებისა და ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურების ფონზე, დენის გადასახადის გაზრდას არ გამორიცხავენ. 2017 წელს, როდესაც სამწლიანი ტარიფი განისაზღვრა, ელექტროენერგიის გადასახადმა თეთრ-ნახევრით მოიმატა.

მარიამ ბერძენიშვილი დაინტერესდა, დენის გარდა, მოსალოდნელია თუ არა გაზის ტარიფის გადახედვაც.