ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათი – საფლავთა კურთხევა მუხათგვერდის სასაფლაოზე
ხალხმრავლობაა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე. სამშობლოს ერთიანობისთვის თავდადებულ გმირებს იხსენებენ მათი ოჯახის წევრები და რიგითი მოქალაქეები. სასულიერო პირებმა აკურთხეს საფლავები და დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდიც გადაიხადეს. ომში დაღუპულთა ხსოვნას თავდაცვის მინისტრმაც მიაგო პატივი.