ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათი – საფლავთა კურთხევა 

15:03, 13.04.2026

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საფლავთა კურთხევის დღეს აღნიშნავს. ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს მორწმუნეები ახლობლების საფლავებზე გადიან, რათა უფლის აღდგომა მათაც ახარონ. სასულიერო პირებმა დილიდან გარდაცვლილთა სულების მოსახსენებლად პანაშვიდები გადაიხადეს. მათი განმარტებით, დღეს არა გლოვის, არამედ სიხარულის დღეა. დილის 08:00 საათიდან, საღამოს 20:00 საათამდე მოქალაქეებს მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილება უფასოდ შეუძლიათ. სხვადასხვა სასაფლაოს მიმართულებით დანიშნულია სპეციალური რეისები. მათ შორის, მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკუიას, ვარკეთილის, მახათასა და საბურთალოს მიმართულებით.

მსგავსი