ბრიუსელში მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა - ევროპელი ლიდერები კორონავირუსით დაზარალებული ქვეყნების დასახმარებლად ფონდიდან თანხების გაცემის პირობებზე ვერ თანხმდებიან. გერმანია და საფრანგეთი სოლიდარობის მომხრეა, ესპანეთი და იტალია სწრაფ გადაწყვეტილებას ითხოვს

ჩიხში შესული მოლაპარაკებები ბრიუსელში. ევროკავშირის სამიტზე მოლაპარაკებების მთავარ თემას წარმოადგენს ევროკავშირის 2021-2027 წლების ბიუჯეტი, ასევე 750 მილიარდი ევროს მოცულობის ფონდი, რომლიდანაც თანხა კორონავირუსით დაზარალებული ქვეყნების დასახმარებლად უნდა გამოიყოს.

ევროპელი ლიდერები ფონდიდან თანხების გაცემის პირობებზე ვერ თანხმდებიან. ჩრდილოეთ ევროპული ქვეყნები ფონდიდან ფულის გაცემას არა გრანტების, არამედ სესხების სახით ემხრობიან, რასაც პანდემიით ყველაზე მეტად დაზარალებული სამხრეთ ევროპული სახელმწიფოები არ ეთანხმებიან.