ბრიტანელი ბლოგერები საქართველოში

12:33, 14.02.2026

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით საქართველოში ბრიტანელი ბლოგერები ჩამოვიდნენ. საერთაშორისო კომპანიასთან Traverse თანამშრომლობით საქართველოში Elite Mini Conference გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში მრავალმილიონიანი აუდიტორიის მქონე ბლოგერებმა, ინფლუენსერებმა, ფოტოგრაფებმა და ვიდეოგრაფებმა საქართველოს შესახებ ბლოგები, ვიდეორგოლები და სთორები მოამზადეს, რომელსაც  მილიონობით გამომწერი გაეცნობა სოციალურ ქსელებში: Instagram, YouTube, TikTok-ზე, ასევე სხვა მედიაპლატფორმებზე.

თბილისის მონახულების შემდეგ 20 ბრიტანელი ბლოგერი გუდაურს ესტუმრა, სადაც ისინი სამთო კურორტის პოტენციალს გაეცნენ და საქართველოს ზამთრის ტურისტული მიმართულების შესახებ ვიდეორგოლები და ფოტოები გადაიღეს.

მსგავსი