ბრიფინგი „სტრატეგია აღმაშენებელში“

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. სერგო ჩიხლაძის განცხადებით, პარტიაში თაკო ჩარკვიანის 87 კონტაქტია მოძიებული, რომელთა ტესტირება დღეს იგეგმება. „სტრატეგია აღმაშენებელი“ ასევე ითხოვს სახელმწიფოსგან და ჯანდაცვის სამინისტროსგან დეტალურ ანგარიშს, თუ როგორ არის მომზადებული საქართველო კორონავირუსისთვის.