ბრიფინგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში

12:05, 11.07.2026

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ძებნილი ბექა ჭულუხაძე საქართველო-სომხეთის სასაზღვრო გამშვებ-პუნქტებს შორის, ნეიტრალურ ზონაში დააკავა. 
გამოძიების ინფორმაციით, უკრაინაში მოქმედი ერთ-ერთი სამხედრო დანაყოფის ქართველი წარმომადგენლის მითითებით, დაკავებულს შეძენილი ჰქონდა საბრძოლო მასალა, რომლითაც 4 ოქტომბრის არეულობის ორგანიზატორებს, საჭიროების შემთხვევაში დივერსია უნდა მოეწყოთ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად, გასული წლის 4 ოქტომბერს ასევე მოხერხდა იმ პირთა წრის განეიტრალებაც, რომლებსაც, სავარაუდოდ, აღნიშნული საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები თბილისის ცენტრში უნდა გადაეტანათ.
გარდა აღნიშნული კვალიფიკაციისა, გამოძიება მუშაობს დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებაზე, დივერსიული აქტისა თუ საზღვრის უკანონო კვეთის მომზადების მიმართულებით.

მსგავსი