სუს-მა 4 ოქტომბრის საქმეზე ძებნილი პირი დააკავა
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ძებნილი პირი, რომლის შესახებაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, უკვე გლდანის მერვე პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვენილი. საგამოძიებო უწყებაში დაადასტურეს, რომ ის ბექა ჭულუხაძეა, რომელსაც 2025 წლის 4 ოქტომბერს ორგანიზებული ჯგუფური ძალადობისა და პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობის პარალელურად, დივერსიული აქტების მოწყობის მიზნით, დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი საშუალებების შეძენა-შენახვა ედება ბრალად. ადვოკატი ჯერ არ შეხვედრია, თუმცა, მისთვის ცნობილია დაკავებულის პოზიცია. ჭულუხაძე ბრალს არ აღიარებს.
ცნობისთვის, გასული წლის 4 ოქტომბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა თბილისის მახლობლად, ტყის მასივში, სპეციალურ სამალავში აღმოაჩინეს გადამალული ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები დეტონატორით.