ბრიფინგი „ფონდ ღია საზოგადოების“ ოფისში

არასამთავრობო ორგანიზაციები ბიზნესსექტორს პროტესტისკენ და აქციის მონაწილეების მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. მათი ინფორმაციით, 28 ნოემბრის შემდეგ საპროტესტო აქციებს მხარი დაუჭირა და საქართველოს მთავრობის საგარეო კურსის წინააღმდეგ განცხადება გააკეთა 13-მა ბიზნესასოციაციამ. 200-ზე მეტმა მეწარმემ უარი თქვა საახალწლო ბაზრობებში და ღონისძიებებში მონაწილეობაზე.

მსხვილი ბიზნესის ნაწილმა ღიად დაუჭირა მხარი ახალ არჩევნებს. მესამე სექტორმა ასევე ისაუბრა იმ კომპანიებზე და ბიზნესმენებზე, რომლებიც „ქართული ოცნების“ შემომწირველები არიან. მათი ინფორმაციით, 26 ოქტომბრის არჩევნების დროს „ქართულ ოცნებას“ ოფიციალურად 16 მლნ ლარამდე შესწირა 510-მა ადამიანმა, რომლებიც დაკავშირებული არიან 2 000-ზე მეტ კომპანიასთან. მესამე სექტორმა მათი ფოტოებიც წარადგინა.