ბრიფინგი „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ აცხადებენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ სახის ამომცნობ ტექნოლოგიებს ტოტალური კონტროლისთვის იყენებს. საია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მოუწოდებს, დროულად და სათანადოდ შეისწავლოს ეს საკითხი. ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, ეს პრაქტიკა განსაკუთრებით შეინიშნება გზის გადაკეტვის საფუძვლით დაწყებული სამართალდარღვევის საქმეებში. მისივე თქმით, საგანგაშოა, რომ სამინისტრო ცდილობს მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების პერსონალურ ინფორმაციაზე წვდომის ამ ფორმით მოპოვებას.